საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია განაგრძობს ტრადიციად ქცეულ რეგიონულ ტურნეს და ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის , პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქუთაისში ა/წ. 12–14 ივლისს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია "თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები“. (იხ. სურ.)
12 ივლისს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ლექციებით წარდგნენ პროფესორები:
-მარინა მამალაძე -“კბილთა პირდაპირი რესტავრაცია: საჭირო საშუალებები საჭირო დროს”
-მანანა ივერიელი-“პირის ღრუს ლორწოვანის სხვადასხვა ტიპის ტრავმით გამოწვეული დაავადებები, დიფერენცია და მართვის პრინციპები”
ასოცირებული პსოფესორები:
-ნინო აბაშიძე-“პაროდონტისა და პერიიმპლანტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის განხილვა. ახლებური მიდგომები ძველი პრობლემებისადმი”
-ნინო ჭიპაშვილი - “ენდოდონტიური მკურნალობა - გამოწვევები და აღიარებული სტანდარტი”
13 ივლისი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, იგი ობიექტურად სტუქტურირებულ მასტერ კლასებს მიეძღვნა:
N 1 პირის ღრუს საიზოლაციო სისტემების გაცნობა Rubber-Dam-ის მაგალითზე და
მისი ფიქსაციის უნარების ათვისება
ტრენერები - ლია სანოძე და ნინო სვანიშვილი,
N 2 პირდაპირი კომპოზიციური რესტავრაცია შრეობრივი ტექნიკით. პოლირების
პროტოკოლი
ტრენერი - ჯონი ფოცხვერაშვილი
N 3 კბილის ფესვის არხების დამუშავების საბაზისო ტექნიკა
ტრენერი - ეკა ბეშკენაძე
N 4 დახურული კიურეტაჟის საბაზისო ტექნიკა და გამოყენებული საშუალებები
ტრენერი - თეა ჯანჯალაშვილი
N 5 კბილთა შინირება და არტაშნები სტაბილიზაციისთვის. ფიქსაციის ტექნიკის
ათვისება
ტრენერი - თეა ცინცაძე