წელს პირველად სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტის რეზიდენტებმა გამართეს შიდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო 11 მოხსენება.
ყველა მოხსენება იყო მეტად საჭირო, განსაკუთრებით აქტუალური და რაც მთავარია ეფუძნებოდა ჩვენი რეზიდენტების მიერ გაწეულ კლინიკურ აქტივობას.
კონფერენციაზე გაშუქდა ოდონტოლოგიის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა გაუტკივარება სტომატოლოგიაში, კბილთა რესტავრაცია, ენდოდონტიური მკურნალობა, შეცდომები და გართულებები და გამოწვევები მკურნალობის პროცესში. (იხ. სურ.)



