სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმებთან ერთად, გრძელდება საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ წამოწყებული სამეცნიერო პრაქტიკული ტური „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“. 22 თებერვალს იმერეთის რეგიონში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციები, 23 თებერვალს კი სტომატოლოგიის კლინიკა „დენტიმერი“-ში - მასტერ კლასები და პაციენტთა მკურნალობა. ეს ყველაფერი მოხდება უფასოდ. ტურები მოეწყობა საქართველოს ყველა რეგიონში.
2013-02-2222 თებერვალი 2013