2014 წლის რეზიდენტთა OSCE (კლინიკური უნარები).
2014 წლის რეზიდენტურის დასრულებამდე უნიდენტის ყველა რეზიდენტი ვალდებულია ჩააბაროს კლინიკური გამოცდა, რაც გულისხმობს კბილის რესტავრაციისა და ენდოდონტიური მკურნალობის სრულყოფილ ჩატარებას პაციენტზე.
თითოეულ რეზიდენტს მხოლოდ 3 ცდის საშუალება აქვს. მკურნალობას თავიდან ბოლომდე (მომავალი ექიმის კომუნიკაციურ, კლინიკურ და პრაქტიკულ უნარებს) ამოწმებს და აკონტროლებს პედაგოგი, შეფასების წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით.
უნიდენტის რეზიდენტურაში გამოცდის მსვლელობისას "ვნებათაღელვის" მიუხედავად ეს გამოცდა საბოლოო ჯამში ყველას მიერ იქნა დაძლეული.
2014 წლის რეზიდენტთა OSCE (საფანტომო კურსი).
რეზიდენტთა ცოდნის შეფასება უნიდენტში 2 ეტაპად ტარდება:
- საფანტომო კურსის დასრულების შემდეგ
- სასწავლო წლის დასრულებისას
პირველ ეტაპზე რეზიდენტთა პრაქტიკული უნარები ხელოვნურ კბილებზე და ფანტომებზე ფასდება. მეორე ეტაპი კი პაციენტებზე.
2014 წლის რეზიდენტები საზაფხულო შვებულებაში გავიდნენ
2014 წლის რეზიდენტების კლინიკური აქტივობა
რეზიდენტთა 2013 წლის გამოშვება
ყველაფერი 1996 წელს დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოში ექიმ სტომატოლოგთა დიპლომის შემდგომი განათლება, რადგან ინტერნატურა, როგორც პოსტდიპლომური განათლების ინსტიტუტი უკვე აღარ არსებობდა, ხოლო ახალი შემოთავაზებები ჯერ კიდევ არ ჩანდა. სწორედ ამ "გაუგებრობის ჟამს" უნიდენტმა რეზიდენტურის ტიპის სწავლება დაიწყო. ეს პერიოდი ოთხ წელს გაგრძელდა და კანონი რეზიდენტურის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2000 წლის ივნისში მიიღო.
სწორედ ამიტომ: - უნიდენტი, თერაპიულ სტომატოლოგიაში რეზიდენტთა მომზადების ყველაზე ძველი კერაა, დიდი კლინიკური,პრაქტიკული, პედაგოგიური, მრავალი პრობლემის გადალახვის, შესწორების და გაუმჯობესების გამოცდილებით.
რეზიდენტურაში სწავლება მოიცავს სრულ ერთ აკადემიურ წელს, რომლის პერიოდშიც ექიმი-რეზიდენტი გაივლის წინაკლინიკურ (საფანტომო) კურსს და უშუალო კლინიკურ აქტივობას პაციენტებთან.
წინაკლინიკური (საფანტომო) კურსის პერიოდში მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული (მანუალური) ჩვევების ათვისება პლასტმასის კბილებზე, ენდობლოკებზე და ექსტრაგირებულ კბილებზე.
კლინიკური აქტივობის დაწყებას წინ უსწრებს გამოცდა OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) მიხედვით.
კლინიკური კურსის დროს თითოეული რეზიდენტი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სამუშაო ადგილით, პაციენტთა უწყვეტი ნაკადით და საბჟენ-სარესტავრაციო მასალების მრავალფეროვნებით. ჩვენ ვართ პირველი რეზიდენტურა,სადაც პაციენტთა მკურნალობა ხდება რაბერ-დამის სისტემის ქვეშ. ენდოდონტიურ მკურნალობაზე ხორციელდება მკაცრი ვიზიორენტგენოლოგიური მონიტორინგი. რეზიდენტებისთვის ხელმისაწვდომია 3D რენტგენოგრაფია.
რეზიდენტურის სწავლების პერიოდში, ექიმ-რეზიდენტებს საშუალება აქვთ დაესწრონ სპეციალურად მათთვის მოწვეული ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ ჩატარებულ ლექციებსა და მასტერ-კლასებს.
სტომატოლოგიურ ბაზარზე სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის რეზიდენტურა დამთავრებულ ექიმებზე გაზრდილი მოთხოვნილება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი შეფასებაა.
სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი თავისი ტრადიციებით, თავისი მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით და თავისი რეზიდენტების აღზრდის პრინციპით ყოველთვის გამორჩეული და მისაბაძია.