სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის რეზიდენტურის დეპარტამენტში აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს 11 თვეს, ტარდება 2 გამოცდა:
- წინაკლინიკური, რომელიც განსაზღვრავს ექიმი-რეზიდენტის კლინიკური აქტივობის დაწყების დროს
- კლინიკური
პრეკლინიკური გამოცდა არის OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) ტიპის. გამოცდის მთავარი პირობაა, ყველა ექიმი-რეზიდენტი იმყოფებოდეს აბსოლუტურად იდენტურ პირობებში. გამოცდა შედგება 3 ეტაპისაგან:
- საფანტომო ოპერაციული ოდონტოლოგია:
1. პრეპარირება (კლასი 2 ან 4)
2. იზოლაცია რაბერ-დამის სისტემით
3. რესტავრაცია - საფანტომო ენდოდონტია (ერთფესვიანი ექსტრაგირებული კბილის დაბჟენა ენდოდონტიის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით)
თითოეულ ექიმ-რეზიდენტს აფასებს პერსონალური სუპერვაიზერი, შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, კლინიკური და ვიზიორენტგენოლოგიური მონაცემებით. I ეტაპისათვის განკუთვნილია 20 წუთი, II ეტაპისთვის 30 წუთი. III ეტაპი ტარდება მეორე დღეს და თავის მხრივ შედგება 3 საფეხურისაგან:
- ტესტირებული მასალათმცოდნეობა
- ილუსტრირებული ტესტირება
- ტესტირება (სლაიდშოუ)
თითოეულ საფეხურს აქვს გამოყოფილი განსაზღვრული დრო და ფასდება მისთვის განკუთვნილი ქულათა რაოდენობით.
მეორე, კლინიკური გამოცდა ტარდება სასწავლო წლის მიწურულს, მას შემდეგ რაც ექიმი-რეზიდენტი დააგროვებს გარკვეულ გამოცდილებას და შეიძენს კლინიკურ უნარ-ჩვევებს. ამჯერად გამოცდა ტარდება პაციენტის უშუალო მონაწილეობით. ექიმმა-რეზიდენტმა უნდა შეძლოს პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება, სათანადო გაუტკივარება, მარტივი კარიესის (კლასი 2) რესტავრაცია და ერთფესვიანი კბილის ენდოდონტიური მკურნალობა.
აქაც ისევე, როგორც OSCE-ის ტიპის გამოცდის დროს, თითოეულ რეზიდენტს ყავს ინდივიდუალური სუპერვაიზერი, რომელიც მას აფასებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, კლინიკური და ვიზიორენტგენოლოგიური მონაცემების მიხედვით.