სტერილიზაცია

სტერილიზაცის მოწყობილობები

სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დეზინფექციასა და სტერილიზაციას წინ წინასასტერილიზაციო დამუშავება უძღვის, რაც გულისხმობს ინსტრუმენტების წინასწარ გაწმენდას, გასუფთავებას, მათზე სამკურნალო პრეპარატების ნარჩენების მოცილებას.

წინასასტერილიზაციო წმენდა ადრე სრულდებოდა ხელით, ჯაგრისებისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით, ამჟამად კი ეს ყოველივე შეცვალა მექანიკურმა წმენდამ, რისთვისაც გამოიყენება სპეციალური ულტრაბგერითი აბაზანა (Ultrasonic Cleaner) (სურ.). ულტრაბგერითი აბაზანა იყენებს ბგერით ტალღებს (რაც ადამიანის სმენისთვის მიუღწეველია) ქმნის ვიბრაციულ ბუშტუკებს, რითაც ინსტრუმენტებზე აცილებს ნარჩენებს, ამ პროცესს ეწოდება კავიტაცია.

ნარჩენების მოცილება ასევე ხდება სპეციალური პისტოლეტით (AX – SCB Steam Cleaner) (იხ. სურ.), რომელიც ორთქლის ჭავლის საშუალებით ინსტრუმენტებს აცილებს ცილოვან, ცხიმოვან და მექანიკურ ნაწილაკებს.

უკვე გასუფთავებული ინსტრუმენტები და ხელსაწყოები აუცილებელ დეზინფექციას საჭიროებენ. დეზინფიცირება ხორციელდება სპეციალური თერმულ-სადეზინფექციო აპარატით (Miele Professional) (იხ. სურ.), სადაც ხდება ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების თერმული დეზინფექცია წყლის მაღალი ტემპერატურისა და აპარატში დამატებული სპეციალური სარეცხი საშუალების გამოყენებით.

თერმული დეზინფექციის შემდეგ ხდება ინსტრუმენტების შემოწმება, რომელიც ითვალისწინებს დაზიანებული ინსტრუმენტების გადახარისხებას, გადარჩეული ინსტრუმენტების გამდინარე წყალში გავლებას და მათ გამშრალებას სტერილური ხელსახოცებით, რის შემდეგაც ხდება ინსტრუმენტების შეფუთვა სპეციალურ, ორთქლისგამტარ სასტერილიზაციო პაკეტებში (იხ. სურ.). სტომატოლოგიური იარაღებისა და მცირე ზომის ხელსაწყოთა შესაფუთი პაკეტების ჰერმეტიზაცია სპეციალური აპარატით მიიღწევა (იხ. სურ.), ამავდროულად ხდება პაკეტზე შეფუთვის თარიღის მარკირება (იხ. სურ.). შესაფუთ პაკეტზე გამოხატულია ფერადი ინდიკატორი (იხ. სურ.), რომელიც სტერილიზაციის დასრულებისთანავე იცვლისფერს (იხ. სურ.).

დაპაკეტებული ინსტრუმენტი გადადის ავტოკლავში გასასტერილებლად, რომელიც წარმოადგენს ორთქლის წნევის ქვეშ ორთქლით სტერილიზაციას (ავტოკლავირებას).

t – 134oC, წნვით – 2.2ბარი. (იხ. სურ.), რაც სტომატოლოგიაში ყველაზე ფართოდ და წარმატებით გამოყენებული მეთოდია.

ავტოკლავირებული, დაპაკეტებული ინსტრუმენტის შენახვის ვადაა 72 საათი.