კბილების რესტავრაცია და რეკონსტრუქცია უკანასკნელი თაობის ადჰეზიური სისტემების და კომპოზიციური მასების გამოყენებით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ზედმიწევნით ფლობას ეფუძნება.
ფრონტალურ კბილთა ვინირება უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
უნიდენტი ერთ-ერთი პირველი კლინიკაა, სადაც დაინერგა და წარმატებით ტარდება ერთეული დანაკლისი კბილის რესტავრაცია არაორთოპედიული (ალტერნატიული) მეთოდით, საბჟენ-სარესტავრაციო მასალების გამოყენებით – ე.წ. ადჰეზიური („მერილენდის“) ხიდებით.
უმტკივნეულო სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება ბოლო თაობის საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას.
კბილების ფესვების წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობა თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენებით.
ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია - სარძევე და მუდმივი კბილების მკურნალობა უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. პროფილაქტიკური ღონისძიებები - კარიესის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით კბილთა ჩაბეჭდვა სილანტებით და კბილების ფტორირება სპეციალური გელების გამოყენებით. (იხ. სურ.)
უნიდენტის პრიორიტეტებს შორის უნდა გამოიყოს გარანტირებული კონტროლი სტერილიზაციაზე. პაციენტის მკურნალობისთვის განკუთვნილი ყველა ინსტრუმენტი სპეციალური შეფუთვით (სტერილურ, დალუქულ პაკეტებში) მიეწოდება ექიმს. პაციენტს კი საშუალება ეძლევა ინსტრუმენტთა სტერილობაში პაკეტზე არსებული სპეციალური ინდიკაციით დარწმუნდეს.
ყბა-კბილთა სისტემის, სახის ქალას ძვლებისა და საფეთქელ-ქვედაყბის სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა ვიზიოგრაფიული, ორთოპანტომოგრაფიული და ტელერენტგენოგრაფიული მეთოდით (3D და კომპიუტერული ტომოგრაფია). (იხ. სურ)
ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ორთოდონტული მკურნალობა თანამედროვე, მოუხსნელი ტიპის (როგორც მეტალის, ისე ფაიფურის) ორთოდონტული კონსტრუქციებით – ე.წ. ბრეის-სისტემა (ბრეკეტები). (იხ. გალერეა-კლინიკური სიტუაცია: 1; 2; 3; 4;)
მათ, კი ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია აირჩიოს ორთოდონტული მკურნალობის სუპერთანამედროვე, მსოფლიოში ერთხმად აღიარებული მეთოდი, გულს არ დავწყვეტთ – შემოგთავაზებთ უნატიფესი პლასტმასისგან დამზადებულ გამჭირვალე, ბრჭყვიალა და ფერად მოსახსნელ ფირფიტოვან აპარატებსაც.
დანაკლის კბილთა შევსება ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა სტომატოლოგიაში.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ გერმანული მეთოდებით და შესაბამისად გერმანული ხარისხით დამზადებული მოუხსნელი და მოსახსნელი ტიპის ორთოპედიული კონსტრუქციები – უნატიფეს და უზუსტესკარკასებიანი მეტალოკერამიკის გვირგვინები (რაც ღრძილთა შემდგომი გაღიზიანების თავიდან აცილების ერთ-ერთი უპირველესი პირობაა), უმეტალო, კერამიკული გვირგვინები ცირკონიუმის ოქსიდზე CAD/CAM ტექნოლოგიით, უმეტალო, პრესირებული კერამიკის, ლითიუმდისილიკატის გვირგვინები, ვინირები და გვირგვინის ჩანართები, ბიგელისებრი პროთეზები „ატაჩმენთა“სისტემის გამოყენებით, ტელესკოპური გვირგვინები, სპეციალური რეჟიმით დამზადებული ოქროს შენადნობის კარკასით და სხვა მრავალი.
წარმატებული ორთოპედიული მკურნალობის საფუძველი უმაღლეს დონეზე აღჭურვილი და საქართველოში პირველი გერმანული სტომატოლოგიური სატექნიკო ლაბორატორიაა. (იხ. ბმული)
კლინიკაში დაინერგა დანაკლის კბილთა (მეორადი ადენტიის) მკურნალობის უახლესი მეთოდი – დენტალური იმპლანტაცია.
კლინიკაში აქტიურად ხორციელდება „Dr.Smile“-ის დიოდური ლაზერით მკურნალობა: პაროდონტის ანთებითი პროცესები; გინგივოტომია; ფრენულოტომია;ჰერპეს სიმპლექსი; ჰიპერმგრძნობელობის დაქვეითება; არხების სტერილიზაცია. აგრეთვე ესთეტიკური თვალსაზრისით კბილების გათეთრება, ღრძილების კორექცია ორთოპედიულ და ორთოდონტულ მკურნალობამდე და/ან მკურნალობის შემდეგ. (იხ. სურ.).
კლინიკა უნიდენტი თანამედროვე კომპიუტერული ქსელითაა აღჭურვილი, თითოეულ ექიმს კაბინეტიდან გაუსვლელად თავის მონიტორზე შეუძლია მიიღოს პაციენტის რენტგენოგრამა.
ინტერნეტის შიდა ქსელი ექიმ-რეზიდენტებს საშუალებას აძლევს განიხილონ და შეისწავლონ გამოცდილი ექიმების მიერ შესრულებული ენდოდონტიური მანიპულაციები. ექიმები კი თვალყურს ადევნებენ ექიმ-რეზიდენტთა მიერ ჩატარებული მკურნალობის პროცესს და საჭიროებისამებრ კვალიფიციურ რჩევებსაც აძლევენ მათ.