სიახლეები

2014 წლის 17-21 მარტს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმებმა: პროფესორმა ნუცა ჭიპაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა - ნინო კორსანტიამ და სოფიო კრავეიშვილმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორებმა - დეა ვადაჭკორიამ, ლიკა სანოძემ და რამაზ ორჯონიკიძემ, აგრეთვე თეა ჭუმბურიძემ, მაკა კოპალიანმა, ნინი სვანიშვილმა, ეკა ბეშკენაძემ და მედეა შავლაძემ მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრეინინგში, რომელიც სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიას მიეძღვნა. ტრეინინგის პროგრამა ასეთი იყო:

17.03.14. ცოდნის შეფასების წესები და კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლება სტომატოლოგიაში

16:00-16:45 ცოდნის შეფასების წესები (პროფესორი ი.კვაჭაძე)

17:00-17:45 კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლება სტომატოლოგიაში (პროფესორი მ.მამალაძე)

18.03.14. კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება (CBCR) სტომატოლოგიაში

16:00-16:45 ზოგადი მიმოხილვა (პროფესორი გ.სიმონია)

17:00-17:45 CBCR სტომატოლოგიაში (პროფესორი მ.მამალაძე)

19.03.14. ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა სტომატოლოგიაში

16:00-16:45 ზოგადი მიმოხილვა, ფორმატი, შეფასება

17:00-17:45 OSCE სტომატოლოგიაში (პროფესორი მ.მამალაძე)

20.03.14. საგამოცდო ტესტები სტომატოლოგიაში: მათი სახეობები და შედგენის წესები

16:00-16:45 ტესტების სახეობები, შედგენის წესები (პროფესორი რ. ბერიაშვილი)

17:00-17:45 საგამოცდო ტესტები სტომატოლოგიაში (პროფესორი მ.მამალაძე)

21.03.14. კლინიკური დახელოვნება სტომატოლოგიაში პოსტდიპლომური განათლების ეტაპზე

16:00-16:45 კლინიკური დახელოვნების ზოგადი პრინციპები პოსტდიპლომური განათლების ეტაპზე (პროფესორი ზ.ბოხუა)

17:00-17:45 კლინიკური დახელოვნება სტომატოლოგიაში პოსტდიპლომური განათლების ეტაპზე (პროფესორი მ.მამალაძე)

განმეორებითი ტრეინინგი ჩატარდება 2014 წლის 7-11 აპრილს.

გარდა უნიდენტის თანამშრომლებისა ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლებმა. თითოეულ თემას საინტერესო დისკუსია და პოლემიკა მოყვა. (იხ. სურ.)

უნიდენტის თანამშრომლებისთვის ეს ტრეინინგი მართლაც საინტერესო აღმოჩნდა, რადგანაც ერთი სექციული სხდომა მთლიანად დიპლომისშემდგომ განათლებას მიეძღვნა.

2014-03-2424 მარტი 2014