2014 წლის 18-30 აპრილს „დელეგაცია“:) იმყოფებოდა ულტრადენტის სათაო ოფისში, სოლთ ლეიქ სითიში (იუტა). (იხ. სურ.)
ძალიან სასიამოვნო იყო დოქტორ დენ ფიშერის განახლებული ლექცია კბილთა რესტავრაციასა და ულტრადენტის ახალ პროდუქციაზე, ასევე კარლოს სპირონელის ლექცია „ენდოდონტიური მკურნალობა - პარადიგმა ენდოდონტიაში“. (იხ. სურ.)
ლექცია გამდიდრებული იყო მაქსიმალურად ინფორმატიული hands-on-ებით. უდიდეს სიახლედ უნდა ჩაითვალოს პირველად გაჟღერებული ინფორმაცია, მზა კომპოზიციური ვინირების სისტემის - Edelweiss-ის პრაქტიკულ გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი პრეზენტირება დიდიე დიჩის მიერ მოხდა, ულტრადენტის კომპანიამ შეძლო მისი სავაჭრო ხაზის შექმნა. Edelweiss- ის სისტემის გამოყენებაზე ლექცია ჰალ სტევარტმა წარმოადგინა. (იხ. სურ.)
სასარგებლოსთან ერთად ულტრადენტის კომპანიაში ვიზიტი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ შესაძლებელი გახდა კანიონების მთათა სისტემის დათვალიერება, ლას ვეგასის და ლოს ანჯელესის ნახვაც. (იხ. სურ.)
მოგზაურობას ისიც ამშვენებდა, რომ უნიდენტის ექიმებთან ერთად ულტრადენტის კომპანიაში იმყოფებოდა ულტრადენტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - ხათუნა ჭონიშვილი და კლინიკა „ჰელსი დენტი“- ს რამოდენიმე ექიმი. (იხ. სურ.)