ძვირფასო კოლეგა!
2014 წლის 31 მაისს კომპანია დენტალმარკეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი გიწვევთ ლექცია-მასტერ-კლასზე:
ფრონტალური და საღეჭ კბილთა ჯგუფების პირდაპირი რესტავრაციები
ლექციის თემატიკა:
- ესთეტიკური და ფუნქციური რეაბილიტაციის არსი
- მასალისა და ტექნიკის შერჩევა
- კომპოზიციური რესტავრაციის ჩვენება და ეტაპები
- ფერი და ფორმა სტომატოლოგიაში
- კბილის ქსოვილის ოპტიკური თვისებები
- ფერის განსაზღვრა
- პრეპარირება
- არაინვაზიური რესტავრაცია
- ლორენცო ვანინის ანატომიური სტრატიფიკაციის ტექნიკა
- მაკროანატომიის შექმნა , ტექსტურა და ფინირება-პოლირება.
ლექციის ხანგრძლივობა 10:00 - 18:00
ლექციას ჩაატარებს კომპანია MICERIUM SPA-ს (იტალია) სპიკერი, ლორენცო ვანინისა და დანიელ რონდინის მოწაფე, მრავალი პუბლიკაციის ავტორი, ესთეტიკური სტომატოლოგიის ევროპული ასოციაციის (ESCD) წევრი, სასწავლო ცენტრების "Лигея", "Веритас", "МедиаДент", "Белый Град"-ის პროფესიონალისპიკერი და კლინიკური კონსულტანტი საშა ფეტსიჩი (ლვოვი, უკრაინა).
ლექციის ჩატარების ადგილი-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის აუდიტორია (ვაჟა ფშაველას გამზირი N 33, I სართული).
სამუშაო ენა - რუსული (თარგმანი ქართულ ენაზე).
ლექციაზე დასწრების ფასია 60 ლარი.
მსურველებმა ჩასაწერად უნდა მიმართონ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტს - თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 126, (შესასვლელი ჯანსუღ კახიძის ქუჩიდან) ტელეფონი 294 03 94
საკონტაქტო პირები: თეა ჯანჯალაშვილი - 599 17 67 57, თეა ჭუმბურიძე - 599 93 48 07.
თანხის გადახდა მოხდება კომპანია დენტალმარკეტის ოფისში -თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 124 . საკონტაქტო პირი : თამარ სხვიტარიძე 599 54 34 43.
პატივისცემით,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია,
სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი,
კომპანია დენტალმარკეტი