სიახლეები

2014 წლის 25-26 მაისს უნიდენტის ექიმები დეა ვადაჭკორია და ნინო მაღლაკელიძე იმყოფებოდნენ ისრაელში, სტომატოლოგიის სკოლაში, სემინარზე -თანამედროვე მიღწევები სტომატოლოგიურ იმპლანტაციაში. სალექციო თემატიკები მოიცავდა: პერიიმპლანტიტების დიაგნოსტიკისა და პრევენციის საკითხებს (დოქტორ ლირან ლევინი), იმპლანტირების კრახის ძირითადი ფუნქციური მიზეზები (პროფესორი ელი მაჩტეი), იმპლანტირებით რესტავრირების ძირითადი ალგორითმი (ექიმი ზვი გუტმახერი).

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პროფესორ ჰადარ ზიგდონის ლექციამ - ძვლოვანი რეგენერაციის პრობლემები და ამ პროცესში ღეროვანი უჯრედების როლი.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს მსოფლიოში ცნობილი იმპლანტმწარმოებელი კომპანია „MIS Implants“. (იხ. სურ.)