სიამოვნებით ვაანონსებთ ჩვენს კიდევ ერთ აქტივობას.
9-10 ივლისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტი აგრძელებს თავის ტურნეს საქართველოს მასშტაბით, კონფერენციათა ციკლით „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“. ამჯერად ჩვენი მასპინძელი აჭარის რეგიონი იქნება. ვფიქრობთ ბათუმშიც, აჭარის სტომატოლოგთა საზოგადოება ისეთივე ინტერესით შეხვდება ამ კონფერენციას, როგორც ეს მოხდა თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ანაკლიაში.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ღონისძიებას 11 ივლისიდან შეუერთდება საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსი და ჩვენს მიერ 11-12-13 ივლისს ერთობლივად მოეწყობა საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგიაში, სადაც ჩამობრძანდებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები და კოლეგები. განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით პროფესორ ლარისა ლომიაშვილის, ოლგა პონომარენკოს, ოლეგ კულიგინის, ანდრეი სალამახას, ფადი ჰაეკისა და დოქტორ ეჰაბ რაშიდის ლექციებსა და მასტერ-კლასებს.
გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციაზე უკრაინიდან სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩამოვლენ, რომელთაც ჩვენი სტუდენტებიც შუერთდებიან. ამ ღონისძიების დროს ბათუმში ჩვენი მასპინძელი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.
სტომატოლოგთა ეს ფორუმი კი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.