2014 წლის 5-6 სექტემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე მიწვეულია პროფესორ ლორენცო ვანინის მასტერ-კლასზე ქ. კომოში.
მასტერ-კლასი მიეძღვნება ფრონტალურ და საღეჭ კბილთა რესტავრაციის ფილოსოფიას ვანინისეული მოდიფიკაციით, მიჩერიუმის ტრენდის "Enamel+" -ის გამოყენებით.
ვიზიტი იმითიცაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალი სასწავლო წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსელები და ექიმი-რეზიდენტები მომზადდებიან სტუდენტურ და ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩასატარებლად, რაც გამოავლენს "Enamel+"-ით რესტავრირებაში გამარჯვებულს. ჩემპიონი სტუდენტი თავის ტრენერთან ერთად ქ. კიეტიში (იტალია) გაემგზავრება საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.