სიახლეები

მისასალმებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სურვილი და ინიციატივა, ითანამშრომლოს დარგობრივ ასოციაციებთან. დიდად გვახარებს აღნიშნულ სააგენტოსა და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულ ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. მემორანდუმის გაფორმებას (რომელსაც ხელი მოაწერეს ერთი მხრივ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უფროსმა გია თვალავაძემ, მეორე მხრივ კი საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარინა მამალაძემ) ესწრებოდნენ ბატონი თემურ პირველაშვილი და ქალბატონი მანანა ივერიელი. (იხ. სურ.)