2014 წლის 1-2 ივლისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე და ასოციაციის აქტიური წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნინო ჭიპაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე მონაწილეობდნენ საქართველოში სამედიცინო განათლებისადმი მიძღვნილ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის მიერ ერთობლივად საქართველოში ჩატარდა. (იხ. სურ.)
კონფერენცია 2 დღის განმავლობაში მუშაობდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პატივი ერგო, რომ ყოფილიყო ამ ღონისძიების მასპინძელი. (იხ. სურ.)
ამ მნიშვნელოვან ფორუმში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ევროპის სამედიცინო განათლების ისეთი კორიფეები, როგორიც არიან პროფესორები ტრუდი რობერტსი (ბრიტანეთი) და ოლე ტენ კატე (ნიდერლანდები). (იხ.სურ.)