სიახლეები

როგორც ყოველთვის წელსაც, ივლისში, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი მასპინძლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ზაფხულის პრაქტიკის გასავლელად. სტუდენტები მორიგეობდნენ ექიმებთან, სადაც გაეცნენ კბილთა რესტავრაციას, ენდოდონტიურ მკურნალობას, ექსტრაქციებს, ორთოპედიული და ორთოდონტიული მკურნალობის თავისებურებებს, იმორიგევეს სასტერილიზაციო ბლოკში და რენტგენოდიაგნოსტიკის კაბინეტში.

სტუდენტები ასისტენტობას უწევდნენ უნიდენტის რეზიდენტებსაც და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე სახალისო მომენტი იყო მათი ზაფხულის სტომატოლოგიურ „ცხოვრებაში“. პრაქტიკის დასრულებისთანავე ყველა სტუდენტს გადაეცა პროფესიული პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. (იხ. სურ.)