სიახლეები

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში, 27 ივლისს თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურაში სწავლების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. (იხ. სურ.) მომავალ რეზიდენტებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლია სანოძე, რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელები მაია ლომსიანიძე და თეა ჯანჯალაშვილი. (იხ. სურ.)

მომავალ რეზიდენტებს უამრავი კითხვა ჰქონდათ დაგროვილი, აინტერესებდათ კლინიკის ბაზა, სწავლის ხანგრძლივობა, სასწავლო გარემო, კლინიკური აქტივობები და ყველაფერი, რაც ევალებათ და ეკისრებათ მომავალ სპეციალისტებს. (იხ. სურ.)

ღია კარის დღე ორი საათი გაგრძელდა და შეხვედრის ბოლოს პროფესორმა მარინა მამალაძემ მომავალ რეზიდენტებს მშვიდობიანი ზაფხული და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.