სიახლეები

2014 წლის 16-17 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აუდიტორია სტუმრობდა მარსელის სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორს ფრანსის ლუისს. (იხ.სურ.) მან ორი დღის განმავლობაში საკმაოდ საინტერესოდ და ამომწურავად გააშუქა შემდეგი საკითხები:

  • ღრძილის რეცესიის ქირურგიული მკურნალობა (გინგივოპლასტიკა)
  • ძვლის ინტეგრაციის პრობლემები იმპლანტოლოგიაში (პიეზო ქირურგია)

ლექცია გახსნა და პროფესორი ფრანსის ლუისი აუდიტორიას წარუდგინა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის  პრეზიდენტმა, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ. (იხ. სურ.)

ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი სოსო მღებრიშვილი და დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი, პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მანანა ივერიელი და დეპარტამენტის თითქმის ყველა წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები და რეზიდენტები. (იხ. სურ.)

ორივე დღეს, ლექციის ბოლოს მსმენელები საკმაოდ აქტიურობდნენ, უამრავი კითხვა იყო დასმული, რაზეც პროფესორმა ფრანსის ლუისმა ამომწურავი პასუხები გასცა. (იხ. სურ.)

პროფესიული საქმიანობით დატვირთული ორი დღე სასიამოვნო დასვენებით დაგვირგვინდა. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმმა თამარ ჟღენტმა ძვირფასი სტუმარი თავისთან, წავკისში მიიწვია. პროფესორმა ფრანსის ლუისმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოში მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრება. (იხ. სურ.)

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამავე საღამოს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და პროფესორის შემდეგი ვიზიტი.