2014 წლის 24 სექტემბერს დიდუბე პლაზაში კომპანია დენტალმარკეტმა უმასპინძლა კორეელ კოლეგებს, კომპანია Spident-ის და Posdion-ის წარმომადგენლებს, გრეის ოჰისა და ინა კიმს, რომელთაც ისაუბრეს ამ კომპანიების რეალურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. ამ კომპანიის პროდუქტი, კომპოზიტი "EsCom-100" პოპულარული სარესტავრაციო საშუალებაა პრაქტიკულ სტომატოლოგიაში, სწორედ ამიტომ დენტალმარკეტის ხელმძღვანელმა სტუმრად მიიწვიეს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის რეზიდენტები და მათი ლოკალური ხელმძღვანელები.
დასამახსოვრებელი იყო ლექცია-პრეზენტაციის სასიამოვნო ფინალი, სადაც წამახალისებელ ვიქტორინაზე ჩვენი ბევრი რეზიდენტი დაჯილდოვდა შემდეგი პრიზებით: საბჟენი მასალით - "EsCom-100", ჰელიო ნათურებით - "Focus"და ელექტრო ჯაგრისებით. (იხ. სურ.)