სიახლეები

ამა წლის 1-4 ოქტომბერს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი სამკურნალო და სასწავლო-კვლევითი მუშაობის დარგში, პროფესორი მარინა მამალაძე იმყოფებოდა ქ. პოზნანში (პოლონეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ინაუგურაციასა და სტომატოლოგიის დეპარტამენტში. მოწვევის ორგანიზატორი ქ. პოზნანის კარლ მარჩინკოვჩენკოს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატი იყო. როგორც ექსპერტს სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორ მარინა მამალაძეს შეხვედრა ჰქონდა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ზბიგნევ კრასინსკისთან და მის მოადგილესთან, პროფესორ ანა სურდაკასთან. 

პროფესორ ანა სურდაკას მოწვევით მარინა მამალაძე შეხვდა რესტავრაციული სტომატოლოგიის დეპარტამენტის წევრებს. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს OSCE-ის ჩატარების შესაძლო პერსპექტივებზე ქ. პოზნანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტში. პროფესორმა ანა სურდაკამ სურვილი გამოთქვა კიდევ ერთხელ მოიპატიჟოს პროფესორი მ. მამალაძე ლიდსის (ბრიტანეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ მინოუგთან ერთად გამოცდის ჩატარების  დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად. (იხ. სურ.)