სიახლეები

2014 წლის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევით–ცენტრ უნიდენტში ე.წ. იმპლანტოლოგიის კვირეული ცხადდება.თბილისში იმპლანტოლოგიაში საბაზისო კურსის წასაკითხად ჩამოდის პროფესორი ვიქტორ ვაილერტი (დიუსელდორფი, გერმანია). პროფესორი ახალგაზრდა იმპლანტოლოგებს, რომელთაც მომავალში კბილთა იმპლანტირების დარგში მოღვაწეობის გაგრძელება სურთ, ან მათ ვისაც ამ დარგში მოღვაწეობის გამოცდილება დაუგროვდა და შესაბამისად მრავალი კითხვა აქვთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დისერტაციების დაცვის აუდიტორიაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის აუდიტორიაში წაიკითხავს ლექციას შემდეგ თემებზე:

- პანორამული რენტგენის და კომპიუტერული რენტგენოდიაგნოსტიკის აქტუალობა კბილთა იმპლანტაციის დაგეგმვაში – ოპერაციის პროტოკოლი.
- მკურნალობის ქირურგიული ეტაპების ჩატარების თანმიმდევრობა, კბილთა იმპლანტების თანამედროვე სახეები და სისტემები.
- იმპლანტაციის ჩატარების თავისებურება ძვლოვანი სტრუქტურის დეფიციტის დროს: ალვეოლური მორჩის აუგმენტაცია და სინუსლიფტინგი.

ლექციები ჩატარდება 27 და 30 ოქტომბერს. 27 ოქტომბერს 14:00 სთ–ზე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დისერტაციების დაცვის აუდიტორიაში), ხოლო 30 ოქტომბერს კი 10:00 სთ–ზე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის აუდიტორიაში). ლექციაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, უპირველეს ყოვლისა კი მე–5 კურსის სტუდენტებს და ექიმ–რეზიდენტებს.

31 ოქტომბერს პროფესორი ვიქტორ ვაილერტი ატარებს მასტერ–კლასს მხოლოდ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრი, უნიდენტის ექიმთათვის.

ჩვენი სურვილია მასტერ–კლასს 5 მაღალკურსელიც დაესწროს.

მასტერ–კლასი დილის 10:00 სთ–ზე დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს, ნინო მაღლაკელიძეს - მობ. 599905412