სიახლეები

2014 წლის 24-30 ნოემბერს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე და ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე იმყოფებოდნენ ქ. ჟენევაში (შვეიცარია) პროფესორ დიდიე დიჩის საერთაშორისო ტრეინინგ-ცენტრში- Geneva Smile Center - მასტერ-კლასზე დასასწრებად. (იხ. სურ.)

პროფესორ დიდიე დიჩის სასწავლო ცენტრი, ჟენევის ცენტრში უმშვენიერეს ადგილას ჟენევის ტბის პირას მდებარეობს და წელიწადში რამდენჯერმე მას სტუმრობენ სტომატოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. (იხ. სურ.)

ამჯერად პროფესორი მარინა მამალაძე და ნათია ნიჟარაძე ახალ work-shop -ზე დასასწრებად ჩვენს დიდ მეგობართან სერგეი რადლინსკისთან და მის გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ. (იხ. სურ.) როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მათთვის, ვისაც ენობრივი პრობლემა ქონდა, სემინარს ვლადიმერ ნოვიკოვი თარგმნიდა. (იხ. სურ.)

2014 წლის დიჩისეული სემინარი ეხებოდა ახალი სარესტავრაციო მასალის Inspiro (Edelweiss)-ის შედგენილობას, მისი გამოყენების თავისებურებებს ფრონტალური და საღეჭი კბილების რესტავრირებისას და ამ ახალი კომპოზიტის მექანიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს.

როგორც ყოველთვის, ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტის, პროფესორ დიდიე დიჩის სასწავლო პროგრამა აუცილებელ კომპონენტად შეიცავს თანამედროვე ოპტიკური მოწყობილობებით აღჭურვილ სასწავლო „კლასში“ hands-on-ის ჩატარებას. თითოეული სამუშაო ადგილი Zeiss-ის მიკროსკოპებით იყო აღჭურვილი. (იხ. სურ.)

მასტერ-კლასის არაჩვეულებრივ სიურპრიზად იქცა hands-on-ის მსვლელობისას პროფესორ ფრანჩესკო მანგანის სტუმრობა. ყველა სტომატოლოგისთვის ცნობილია, რომ იგი პროფესორ ლორენცო ვანინისთან ერთად რესტავრაციულ ოდონტოლოგიაში აღიარებული მონოგრაფიის თანაავტორია. (იხ. სურ.)

საინტერესო პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, შვეიცარიაში მოგზაურობა ჟენევის ულამაზესი ქალაქის მონტრეს დათვალიერებითაც იყო მნიშვნელოვანი. (იხ. სურ.)

მართალია შორეულ გეგმებზე საუბარი სითამამეა, მაგრამ 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს Geneva Smile Center-ში, უნიდენტის 7 კაციანი დელეგაცია გაემგზავრება, რაზედაც პროფესორი დიდიე დიჩის წინასწარი თანხმობა უკვე მიღებულია.