სიახლეები

2013 წლის 29 ნოემბერს - დასრულდა უნიდენტში კიდევ ერთი სარეზიდენტო სასწავლო წელი. ამჯერად 2013 წლის გამოშვება. ერთწლიანი დახელოვნების შემდეგ, უნიდენტის რეზიდენტურის კურსდამთავრებულებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი ლექცია, სადაც განხილულ იქნა თანამედროვე ოდონტოლოგიის აქტუალური საკითხები და ამ ლექციის დასრულების შემდეგ მოხდა საზეიმოდ უნიდენტში რეზიდენტურის დასრულების - დიპლომების გადაცემა. (იხ. სურ.) ეს დღე იყო სასიხარულოც და ცოტა სევდიანიც. სულ მალე უნიდენტი იმ რეზიდენტთა სიას გამოაქვეყნებს, რომლებსაც პატივი ექნებათ 3 თვის განმავლობაში (მანამ სანამ, ახალი რეზიდენტები შეუდგებიან მუშაობას) მორიგე ექიმების რანგში გააგრძელონ მუშაობა.