სიახლეები

2013 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, ქ.ნიუ იორკში (აშშ), უნიდენტის ექიმებმა: დეა ვადაჭკორიამ და ნინო ხუხუნაიშვილმა, პირველებმა მიიღეს მონაწილეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ სტომატოლოგიურ ფორუმში (გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამები ერთად) "Greater New York Dental Meeting 2013". 

ორმაგად სასიხარულოა ის, რომ მონაწილეობასთან ერთად, ორივე ექიმი დაესწრო ამ ღონისძიების ფარგლებში ასოცირებული პროფესიული განვითარების კურსებს (მასტერ-კლასებს). დეა ვადაჭკორიამ მოისმინა პროფესორების: ალან სულიკოვსკის, აკი იოშიდას, რობერტ ლოუს, ჟოზეფ ბლაეს, გორდონ ქრისთენსენის და თომას დუდნეის მასტერ-კლასებს, რომელიც შეეხებოდა ესთეტიკური სტომატოლოგიის თანამედროვე ასპექტებს. 

ნინო ხუხუნაიშვილი დაესწრო პროფესორების: გაიილ ბეის, ჯონ კოისის, სამენის, სტუარტ ქოლეტინის, მარტი ჯაბლოუს და ჯეკ გრიფინის მასტერ-კლასებს, რომელც შეეხებოდა კბილთა რესტავრაციასა და ენდოდონტიის თანამედროვე ასპექტებს. 

ორივე ექიმს მიენიჭა აშშ-ს უწყვეტი განათლების კრედიტქულები (19 CE hours). (იხ. სურ)