სიახლეები

2013 წლის 21 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის კონფერენცია - კახეთის ტური. კონფერენციამ, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორებმა - მ. მამალაძემ, მ. ივერიელმა, ნ.ჭიპაშვილმა, ნ. აბაშიძემ, ასისტენტ პროფესორმა ხ. გოგიშვილმა, ექიმებმა - მ. ლომსიანიძემ, მ. კოპალიანმა, თ. ჭუმბურიძემ, თ. ჟღენტმა, თ. ჯანჯალაშვილმა და ლ. სანოძემ, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია კახეთის რეგიონის სტომატოლოგებში და ჩატარებულ ლექციებს ცხოველი ინტერესი მოყვა.

თელავში, სასტუმრო "მარანი"-ს (სასტუმროთა ქსელი "რჩეული") საკონფერენციო დარბაზმა 65 სტომატოლოგს უმასპინძლა.

პროფესორებმა მანანა ივერიელმა და მარინა მამალაძემ წაიკითხეს ლექცია: 1.ჰეილიტების კლინიკური გამოვლინება და დიაგნოსტიკის ასპექტები. (იხ. სურ.) 2.პულპის ცხოველმყოფელობის შენარჩუნების პარადიგმა და საწყისი პულპიტების მართვა. (იხ. სურ.)

პროფესორებმა ნინო აბაშიძემ და ნინო ჭიპაშვილმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: 1.ვექტორ სისტემის გამოყენება პაროდონტიტით დაავადებული პაციენტების მართვისას. (იხ. სურ.) 2.ადგილობრივი ანესთეზიების პრობლემა ამბულატორიულ სტომატოლოგიაში. (იხ. სურ.)

ღონისძიებების სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული ფირმები: "Alpen Pharma Group" (ქალბატონი მაია კიღურაძე) და "MSD" (ქალბატონი ნანა კახაძე). (იხ. სურ.)

მოხსენებების ბოლოს ასისტენტ პროფესორმა ხატია გოგიშვილმა ისაუბრა პირის ღრუს ლორწოვანისა და პაროდონტის დაავადებების დროს პრეპარატ ტრაქისანის გამოყენებაზე. (იხ. სურ.)

კონფერენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის მასტერ კლასი, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა "Smile Dent"-ში (ხელმძღვანელი გია ფაჩოშვილი) ჩაატარეს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრებმა:

- პროფესორმა მანანა ივერიელმა (თსსუ, პაროდონტის და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ჩაუტარა კონსულტაცია პაროდონტით დაავადებულ პაციენტებს. (იხ. სურ.)

- პროფესორმა ნინო აბაშიძემ (ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრი HBI Dentimlant-ი) კლინიკის მიერ წინასწარ შერჩეულ პაციენტს ჩაუტარა საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის მკურნალობა, ვექტორ სისტემის გამოყენებით. (იხ. სურ.)

- სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმებმა: მაია ლომსიანიძემ და მაკა კოპალიანმა მოახდინეს ენდოდონტიური მკურნალობის დემონსტრირება, ხოლო თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა - კბილის საჩვენებელი რესტავრაცია. (იხ. სურ.)

ლექციის და მასტერ კლასების დამსწრე ექიმ-სტომატოლოგებს გადაეცათ მონაწილის სერტიფიკატი. (იხ. სურ.)