2015 წლის 16-17 იანვარს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტის ექიმები ოფიციალურად მიწვეულნი იყვნენ თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) შემფასებლებლად. გამოცდის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ყველა ექიმმა სპეციალური ტრენინგი გაიარა. ოდონტოლოგიის დეპარტამენტში მიღებული გამოცდილება საფუძვლიანი მაგალითია ამ ტიპის გამოცდით ცოდნის შეფასებისა ექიმი-რეზიდენტებისთვისაც. (იხ. სურ.)