სიახლეები

წარმატებით გრძელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკისა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის თანამშრომლობა ნარკოზის ქვეშ ბავშვების კბილთა მკურნალობაში.

23 იანვარს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის პაციენტს (აუტიზმი) ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ჩაუტარდა კბილთა თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა. მკურნალობას კვლავ კლინიკის დირექტორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - ლია ძიძიგური ხელმძღვანელობდა, თერაპიული სტომატოლოგიური მკურნალობა ჩაატარა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრმა, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმმა - ქეთევან ბაჩიაშვილმა, ხოლო ქირურგიული - ბავშვთა ყბა-სახის ქირურგმა - დავით ჯმუხაძემ. (იხ. სურ.)

კლინიკა კვლავაც მზად არის საჭიროებისამებრ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა იმ ბავშვს, რომელთაც აქვთ ნარკოზის ქვეშ მკურნალობის სამედიცინო ჩვენება და სურვილი.