სიახლეები

2015 წლის 24-26 მარტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსში, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ისა და გერმანული კომპანია DURR Dental-ის მხარდაჭერით და მონაწილეობით ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე "ახალი პარადიგმა პაროდონტიტის მკურნალობაში და Vector-თერაპია". (იხ. სურ.)

კონფერენცია გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ. (იხ. სურ.)

მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მომხსენებლებად წარსდგნენ პროფესორი მანანა ივერიელი, ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი კახა მეტრეველი და კომპანია DURR Dental-ის გენერალური მმართველი აღმოსავლეთ ევროპაში რუდოლფ თრენქენშუ. (იხ. სურ.)

მოხსენებებს შორის აუდიტორიაში ჩატარდა წამახალისებელი გათამაშება, სადაც გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი გამოვლინდა თეა ჯანჯალაშვილი (პრიზი - Vector Fluid Polish) და აგრეთვე უნიდენტის რეზიდენტურის წლევანდელი კურსდამთავრებული ქეთევან ფარესიშვილი (პრიზი - კომპანია Dentstal-ისაგან 5 %- იანი ფასდაკლების ვაუჩერი Vector - სისტემის სრულ კომპლექტზე). (იხ. სურ.)

25 მარტს ქართულ-გერმანული კლინიკა HBI-dentImplant-ში, კომპანია DURR Dental-ის (გერმანია) გენერალურმა მმართველმა აღმოსავლეთ ევროპაში რუდოლფ თრენქენშუმ ჩაატარა სემინარი ულტრაბგერითი აპარატის Vector-ის გამოყენების თავისებურებებისა და სერვისის შესახებ.

დამსწრეთათვის ინდივიდურ სამუშაო ადგილებზე ჩატარდა წინასწარ შერჩეულ პაციენტთა მკურნალობა Vector-სისტემის გამოყენებით და პაროდონტულ თერაპიაში აქტიური საკითხები განიხილა სიტყვა პასუხის რეჟიმში. (იხ. სურ.)