სიახლეები

საქართველო C ჰეპატიტის გარეშე

ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც C ჰეპატიტითაა დაავადებული, უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა: ხელი მოეწერა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომელიც ამ დაავადების დაძლევის კეთილშობილურ საქმეში ჩვენი ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ძალისხმევითაა იმპლიმენტირებული. სულ მალე ამოქმედდება ამ დაავადების დაძლევის აქტიური  ღონისძიებები, რომელიც ალბათ მალე გადაწყვეტს ამ უდიდეს პრობლემას.

მისასალმებელია საქართველოს მთავრობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ინფექციათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივები და შეუდარებელი აქტივობა. ჩვენს მეგობარ კოლეგებს - სტომატოლოგებს კი უმორჩილესად ვთხოვთ და კატეგორიულად მოვითხოვთ, მაქსიმალურად დაიცვან თავიანთ კლინიკებში უსაფრთხოების წესები, განუხრელად ახორციელონ ინფექციებზე კონტროლი და აბსოლუტურად აღკვეთონ ამ საშიში დაავადების გავრცელების ყველა სამედიცონო გზა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე. (იხ. სურ.)