2015 წლის 22 აპრილს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმმა მანანა უსტიაშვილმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: რეპარაციული დენტინოგენეზის უჯრედული და ქსოვილოვანი მექანიზმებისა და დენტინის კარიესის მართვის ძირითადი ასპექტები, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტომატოლოგიაში (სამეცნიერო ხელმძღვანელები - პროფესორები: მარინა მამალაძე და დიმიტრი კორძაია). (იხ. სურ.)
სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ყველა თანამშრომელი, მისი მეგობრები და კოლეგები ვულოცავთ მანანას მისი ცხოვრების ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას.