სიახლეები

2015 წლის 29-31 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მე-3 საერთაშორისო კონგრესი ფარმაცევტულ მეცნიერებაში -  ICPS - 2015. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმმა-სტომატოლოგებმა ნინო ჭიპაშვილმა და ნათია ნიჟარაძემ. ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე წარსდგა მოხსენებით ინგლისურ ენაზე - “Rhodopes preparations in Dentistry: results of clinical STUDY”. პრეზენტაციას მოყვა ცხარე დისკუსია, გამოითქვა მრავალი საინტერესო მოსაზრება უცხოელი ფარმაცევტების მიერ და დაისახა სამომავლო გეგმები. (იხ. სურ.)