პოზნანის სტუდენტის, მარია ჩუვაპოვსკას ზაფხულის პრაქტიკა უნიდენტში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ზაფხულის პრაქტიკაზე სტუმრობდა პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მარია ჩუვაპოვსკა.
ზაფხულის პრაქტიკა მან სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში გაიარა. ამ პერიოდში იგი დაესწრო პაციენტების მკურნალობას, გაეცნო რეზიდენტების მიერ მკურნალობის პროცესს, მათთან ერთად იყო ჩართული კლინიკურ აქტივობაში. ასევე სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ მისი ვიზიტი დაემთხვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში მე-6 სემესტრის ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პოზნანის უნივერსიტეტი სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის OSCE-ის ტიპის გამოცდას მხოლოდ 2015-2016 წლებში დანერგავს.
მარია ჩუვაპოვსკა გარდა თავისი სტუდენტური პრაქტიკული საქმიანობისა, უნიდენტის რეზიდენტებს აქტიურად ჰყავდათ ჩართული გასართობ პროგრამაშიც. მათ დაათვალიერებინეს თბილისი და მისი შემოგარენი. (იხ.სურ.)