სიახლეები

2015 წლის 23 ივლისს 12 სთ-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომაზე (რუსთაველის პრ. 52. მე-3 სართული) მოხსენებით წარდგება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე. პრეზენტაციის თემაა: "რესტავრაციული სტომატოლოგიის პარადიგმა: ფუნქციური და ესთეტიკური რეაბილიტაციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები".