1 აგვისტოს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში დასრულდა ექიმთა მომზადების პროგრამა სუბსპეციალობაში პირის ღრუს ქირურგია, რომელიც წარმატებით გაიარა ექვსმა ექიმმა: რამაზ ორჯონიკიძემ, გიორგი ლაბუჩიძემ, გიორგი ალადაშვილმა, მარინე ხურცილავამ, თეა ჭუმბურიძემ და მაკა კოპალიანმა. 3 თვის განმავლობაში ექიმებმა ბევრი საინტერესო შემთხვევა ნახეს და პირის ღრუში სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია შეასრულეს. (იხ. სურ.)
უნიდენტი ულოცავს ჩვენს სერტიფიცირებულ ექიმებს, მათ ლოკალურ ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო მაღლაკელიძეს და ყველას ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.