სიახლეები

როგორც უკვე ვიუწყებოდით 12-14 სექტემბერს ლოპოტაზე ჩატარდა სტომატოლოგთა საერთაშორისო საშემოდგომო სემინარი. ეს იყო დაუვიწყარი, ინტერესით აღსავსე ორი დღე, სადაც ქართველ სტომატოლოგებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის მოესმინათ და გაეზიარებინათ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილებები, ესაუბრათ და ემსჯელათ სტომატოლოგიის განვითარებასა და პროგრესზე ჩვენს ქვეყანაში. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე სემინარის ძირითადი სპიკერი იყო. იგი აუდიტორიის წინაშე წარსდგა ორი მოხსენებით „კბილთა რესტავრაცია- კარიესთან ბრძოლა და ესთეტიკის გაუმჯობესება“

 

და „თანამედროვე ენდოდონტიის დანიშნულება- ტექნოლოგიური მიღწევების იმპლემენტაცია და პერიაპიკალური ინფექციების გავრცელების პრევენცია“.

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები თეა ჯანჯალაშვილი და ლიკა სანოძე დამსწრე საზოგადოების წინაშე განსხვავებული ტიპისა და ფორმატის პრეზენტაციებით წარსდგნენ. თეამ მოახსენა „გინგიგელი-ინოვაცია სტომატოლოგიაში“

ხოლო ლიკამ - „ინფექციებთან ბრძოლის როლი, პრობლემების რაციონალური გადაწყვეტა სტომატოლოგიის კლინიკებში“

ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ყველა მოხსენება, როგორც ჩვენი მეგობრების, ისე მოწვეული სტუმრების.

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქმიანი დღეები შეუღლებული იყო ლოპოტას წარმტაც ტბაზე სასიამოვნო წუთებთან და დასვენებასთან.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ყოველთვის სიხარულით შევხვდებით  ჩვენს პროფესიულ მეგობრებს. 
დასასრულს, საქართველოს ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის მიერ ორგანიზებულ სემინარს და მის ორგანიზატორებს უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ.