სიახლეები


7-10 ოქტომბერს დუბლინში (ირლანდია), სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის (ICD) მორიგი სხდომა, კონფერენცია გაიმართა. საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიო სტომატოლოგთა ინტერნაციონალური ოჯახის წევრია. ეს ორგანიზაცია პირველად 2013 წელს გავიცანი, როდესაც კოპენჰაგენში (დანია) წევრად მიმიღეს. ICD-ის რეგენტთა საბჭო ყოველ წელს ახალ პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად ყოველწლიური კონფერენციებიც პრეზიდენტთა სამშობლოში ტარდება. წელს, დოქტორ ტომ ფიინის პრეზიდენტობისას, ჩვენი მასპინძელი ჯონათან სვიფტის, ოსკარ უაილდის, ბერნარდ შოუს (და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო) სამშობლო, ირლანდია, იყო. კონფერენციის საზეიმო გახსნა, სამეცნიერო სესია და ახალ წევრთა მიღება დუბლინის თრინითი კოლეჯის რამდენიმე დაწესებულებაში ჩატარდა. მახარებს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემთან ერთად ჩემი რეკომენდატორი ICD-ში დოქტორი სერგეი რადლინსკი იყო. მასთან და ჩვენს საერთო კოლეგებთან ერთად გატარებული „დუბლინური“ დღეები უდაოდ დაუვიწყარი იქნება. (იხ. სურ.)


მომავალი წელი იტალიისაა! ICD-2016 მილანში გაიმართება.


ხო მართლა! წელს დუბლინში ICD წევრად მეორე ქართველიც, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთინო კიღურაძე-გოგილაშვილიც მიიღეს.