ამ წლის 15-17 ოქტომბერი ჩვენთვის გამორჩეულად საინტერესო იყო, რადგან დატვირთული იყო ორი საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებით.
საქართველოში ჩატარდა KaVo-ს დღეები (იხ. სურ.) და საქართველოს ეწვია კბილთა მოდელირების უდიდესი ოსტატი, ესთეტიკურ სტომატოლოგიაში იტალიური სტილის ფუძემდებელი დოქტორ დანიელე რონდონი (იხ. სურ.)
ორივე ღონისძიება საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ხელშეწყობით, მხარდაჭერით და მოწონებით ჩატარდა, გვახარებს ის ფაქტი, რომ როგორც KaVo -ს დღეები, ისე დანიელე რონდონის ლექცია დატვირთული იყო პრაქტიკული მასტერ-კლასებით.
ღონისძიებები დაგვირგვინდა სერტიფიკატების გადაცემით. ორივე პროგრამა დამტკიცებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის პროფესიული განვითარების საბჭოზე და მინიჭებული ჰქონდა უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაბამისი ქულები.
მასტერ-კლასზე განსაკუთრებით მაღალი იყო ჩვენი გოგონების დაინტერესება, საბოლოოდ დანიელე რონდონიმ შეაფასა hands-on-ის შედეგები და განსაკუთრებით მოიწონა ნათია ნიჟარაძის რესტავრაცია(იხ. სურ.). როგორც სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცინიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა მამალაძის მიერ იყო დაანონსებული უნიდენტის გამარჯვებულს გადაეცა პრიზი MICERIUM-ის სილიკონის საბჟენი და Ena seal- ის ფუნჯი.