სიახლეები

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის, ექიმები მედიცინის აკადემიური დოქტორი დეა ვადაჭკორია და ნინო ხუხუნაიშვილი 13-14 ნოემბერს იმყოფებოდნენ ვენაში (ავსტრია) საერთაშორისო სიმპოზიუმზე „Competence in Esthetics 2015“. სიმპოზიუმი ციფრული ღიმილის დიზაინს, CAD/CAM სტომატოლოგიას და იმპლანტებზე პროთეზირებას მიეძღვნა. ლექციების პარალელურად გაიმართა ვორქშოპები და მასტერ-კლასები, მათ შორის ბევრი სტომატოლოგიური მიკროსკოპის ქვეშ. (იხ. სურ.)