2015 წელს რეზიდენტურაში სწავლის ვადა სულ მალე ამოიწურება. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტის რეზიდენტებს რამდენიმე კვირა დარჩათ მშობლიურ კლინიკაში საქმიანობის დასასრულებლად.
ტრადიციისამებრ რეზიდენტურაში სწავლების დამასრულებელ პერიოდში, მომავალი თერაპევტი სტომატოლოგები უნიდენტში, ფინალურ ლექციათა კურსს გადიან.
რეზიდენტებმა მოისმინეს თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობილი და მდიდარი კლინიკური გამოცდილებით შევსებული ლექციათა ციკლი თანამედროვე ორთოდონტიაში, მოსახსნელ, მოუხსნელ პროთეზირებასა და იმპლანტოლოგიაში, პირის ღრუს ამბულატორიულ ქირურგიასა და თავის მომავალ სპეციალობაში, თერაპიულ სტომატოლოგიაში.