2016 წლის 12-14 თებერვალს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების VIII საერთაშორისო ზამთრის სემინარი „ბაკურიანი 2016“.
სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმები, ასოციაციის წევრები, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნუცა ჭიპაშვილი, ნათია ნიჟარაძე, ნინო კორსანტია და თსსუ დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი ეკა ბეშკენაძე სემინარზე მსმენელთა წინაშე წარდგნენ მოხსენებებით: (იხ. სურ.)
- ადენტიისა და რეტენციის გამოვლინება მუდმივ თანკბილვაში - პარალელების ძიებაში;
- პედიატრიული ოდონტოლოგიის თავისებურებები კბილთა რესტავრაციების რეტროსპექტივაში;
- კომპოზიტით რესტავრაციის თანამედროვე ასპექტები;
- კონცეფცია და თავსატეხი - კბილების ფესვებისა და არხების ანატომიურ -მორფოლოგიური თავისებურებები საქართველოს მოსახლეობაში.