სიახლეები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ დაიწყო პრაქტიკოსი ექიმებისთვის ლექცია-მასტერ კლასების ციკლი კბილთა მკურნალობის თანამედროვე ასპექტები. იგი გააშუქებს ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს სტომატოლოგებს აწუხებთ: უმტკივნეულო სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებიდან დაწყებული უსაფრთხოებისა და ასეპტიკის წესების განუხრელად დაცვით დასრულებული.

ლექცია მასტერ კლასები ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დიდ აუდიტორიაში. ამ ღონისძიების ინიციატორია პროფესორი მარინა მამალაძე.

უკვე ჩატარდა ოთხი მასტერ კლასი, რომელიც მიეძღვნა პირის ღრუს იზოლაციის მართებულ გამოყენებას და კბილთა ფესვის არხთა ენდოდონტიური მკურნალობის საბაზისო ასპექტებს. ლექცია - მასტერ კლასები მოისმინეს თსსუ აპოლონ ურუშაძის, N1 და N 2 სტომატოლოგიური კლინიკების ექიმებმა.

საინტერესო საკითხი ბევრია და ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული სტომატოლოგიის ბევრი საჭირბოროტო საკითხი იქნება განხილული. (იხ. სურ)