კიდევ ერთი სარეზიდენტო წელი დამთავრდა უნიდენტში. ძველმა რეზიდენტებმა ახლებს, წინაკლინიკური კურსის დასრულება მიულოცეს და კლინიკურ საქმიანობაში გზა დაულოცეს. ამ დღეს უნიდენტში ხუმრობით „მაისურების გადაცემის“ დღეს ვუწოდებთ. ფეხბედნიერი იყოს კლინიკური საქმიანობის დაწყება უნიდენტის რეზიდენტებისთვის -მარინა მამალაძე, მაია ლომსიანიძე, თეა ჭუმბურიძე, მაკა კოპალიანი, ბექა გოგინაშვილი, ქეთი ბაჩიაშვილი, მედეა შავლაძე, ნინო ხუხუნაიშვილი, თეა ჯანჯალაშვილი. (იხ. სურ.)