2016 წლის 10-12 მაისს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია - პაროდონტიტის, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მართვა და ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში.
კონფერენციის ფარგლებში მოწვეული იყო გერმანული ფირმა DURR Dental-ის წარმომადგენლები რუდოლფ თრენქენშუ და ანდრეი რენზი.
კონფერენციის ძირითადი მოხსენებები მიეძღვნა საკითხებს:
- „ექიმი სტომატოლოგი-ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების პირველი დიაგნოსტი.“ - პროფესორი მანანა ივერიელი.
-„პერიიმპლანტიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ - ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე.
ხოლო გერმანელმა სტუმრებმა კი ფართო საზოგადოებას გააცნეს თემა - „ასპირაციული სისტემები ხარისხიანი მკურნალობისა და ჯანმრთელობის გარანტი.“
გერმანელი სპეციალისტების მოხსენება განსაკუთრებით ეხმიანება ინფექციებთან ბრძოლის აქტუალურ პრობლემებს სტომატოლოგიურ კლინიკებში. ამ საკითხთან დაკავშირებით სულ მალე დაიბეჭდება გაიდლაინი - ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიურ კლინიკებში (მარინა მამალაძე, ნინო კორსანტია, თეა ჯანჯალაშვილი.)
კონფერენციაში მონაწილეობა უნიდენტის თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო. (იხ. სურ.)