სიახლეები

2016 წლის 26 მაისს თბილისს ეწვია პლოვდივის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს პათოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ჯორჯ ტომოვი. საქართველოს მხრიდან პროფესორის მასპინძელი იყო საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, კომპანია Tbilisi Dental-ი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მოხსენება თანამედროვე პაროდონტოლოგიაში ძალიან პოპულარულ საკითხს - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და პაროდონტის კომპლექსის ლაზერო თერაპიას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანს პაროდონტოლოგიის პრობლემები მრავალ კონფერენციაზე და სემინარზე გაჟღერდა, პროფესორი ტომოვის პრეზენტაცია სავსებით ახლებური სტილით წარმოჩინდა:ჯერ ერთი, დიდი იყო ინტერესი აუდიტორიის მხრიდან, რადგან ლაზერო თერაპია ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მეტ და მეტ პოპულარობას იძენს და მეორე, ჩვენს ექიმებსაც შესაბამისად სოლიდური გამოცდილება დაუგროვდათ და კითხვებიც ბევრი ქონდათ. ლექციის შემდეგ ლაზერო თერაპიით დაინტერესებულ პირებს პროფესორმა ჯორჯ ტომოვმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის კლინიკაში მასტერ კლასი ჩაუტარა, სადაც თითოეულ მსმენელს საშუალება მიეცა მაღალი სიმძლავრის დიოდური ლაზერის აპარატით დაემუშავებინა საექსპერიმენტო ცხოველის რბილი ქსოვილები. პროფესორი ჯორჯ ტომოვის მასტერ კლასს ამ საქმეში განსაკუთრებით დაინტერესებული ექიმები დაესწრნენ. ჩვენი კლინიკის თანამშრომლებმა თეა ჯანჯალაშვილმა, მაკა კოპალიანმა, თამარ ჟღენტმა, თამარ ორჯონიკიძემ, მარიამ შავდიამ, ქეთევან ბაჩიაშვილმა, ეკა ელაშვილმა, ბექა გოგინაშვილმა, ჯონი ფოცხვერაშვილმა, თამთა ჯიქიამ და ნინო გუნიავამ აღნიშნეს, რომ მასტერ კლასი ბევრ ისეთ დეტალს შეეხო, რომ მათ შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგებათ. (იხ. სურ.)