სიახლეები

28-31 ივლისს, გრიგოლეთში, ქართულ-უკრაინული რიგით მე-4 კონგრესი ჩატარდა.

გასაოცრად საინტერესო იყო თემატიკა და არაჩვეულებრივად პრეზენტაბელური თითოეული მომხსენებელი.

დიდი კმაყოფილება დაიმსახურა უკრაინის მთავარი ორთოდონტის, უკრაინაში სტომატოლოგიის კლინიკათა ქსელის დამფუძნებლის, პროფესორ მიროსლავა დრაგომერიცკას მოხსენებამ, რომელიც ორთოდონტული მკურნალობის პარადიგმას შეეხო.

შთამბეჭდავი იყო დიმიტრი ავერინის მოხსენება - თანამედროვე ადჰეზიური სისტემების მოქმედების კონცეპტუალურ საკითხებზე.

ჩვენი კლინიკიდან ორი მოხსენება იყო წარმოდგენილი:

- ინფექციების პრევენცია და კონტროლი სტომატოლოგიურ კლინიკებში. ნაციონალური გაიდლაინის შექმნის კონცეფცია და აუცილებლობა. (სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე.)

-კონსულტაციიდან ფიქსაციამდე. მკურნალობის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია. (მედიცინის აკადემიური დოქტორი რამაზ ორჯონიკიძე.) (იხ. სურ.)