სიახლეები

სტომატოლოგთა საყურადღებოდ!

სიხარულით გაცნობებთ, რომ უკვე დაიბეჭდა სტომატოლოგიურ ქსელში დაკავებულ სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის საინტერესო და საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტი (გაიდლაინი) „ინფექციების პრევენცია და კონტროლი სტომატოლოგიურ კლინიკაში“.

ღრმად გვწამს, რომ დღეს ძნელია, პრაქტიკულად კი შეუძლებელი, ისეთი ორიგინალური გაიდლაინის შექმნა, რომელიც სტომატოლოგიაში ინფექციების პრევენციების და მათთან ბრძოლის სტრატეგიასა და საშუალებებს დაადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გაიდლაინი კანადის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ჯანმრთელობის კომიტეტების მიერ შემუშავებული მარეგულირებელი დოკუმენტების რედაქტირებული და ადაპტირებული თარგმანია ქართულ ენაზე. (იხ. სურ.)

ჯანმრთელობასა და წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო!

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
მარინა მამალაძე.

 

P.S. სულ მალე ამ ჭრილში სამედიცინო პერსონალის მომზადების კურსები იწყება. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სპეციალური სასწავლო დისკი.