სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის რეზიდენტურაში გრძელდება უკვე ტრადიციად ქცეული ექსკურსიათა ციკლი. ამჯერად, 28 სექტემბერს, უნიდენტის რეზიდენტები თერაპიასა და ორთოპედიაში, ქალბატონ მარინა მამალაძესთან, ლოკალურ ხელმძღვანელებთან: ნინო ხუხუნაიშვილთან, თეა ჭუმბურიძესთან, ქეთი ბაჩიაშვილთან, მაკა კოპალიანთან და რეზიდენტურასთან დაკავშირებულ ყველა წევრთან ერთად გაემგზავრნენ ჩარგალში (ფშავი) და მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი.
იქაური მკაცრი ადათ-წესებითა და გაუსაძლისი პირობებით ცოტა დათრგუნულები, იქვე ფშავის ლამაზ ხეობაში, საკმაოდ მხიარული ცეკვა-სიმღერითა და ხუმრობებით გაერთნენ. რომ არა სექტემბრისთვის უჩვეულო სიცივე, უკან წამოსვლა არავის სურდა. ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი დარჩება, მით უფრო, რომ საკმაოდ დაძაბული სამუშაო კვირის ოთხშაბათ დღეს მოეწყო მსგავსი სასიამოვნო ღონისძიება. (იხ. სურ.)