სიახლეები

სტომატოლოგთა საყურადღებოდ!

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგიური კორპორაციის, Ultradent-ის, ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ეპატიჟება ყველა სტომატოლოგს Ultradent-ის სპიკერის  Olga Mencnarowska-ს ინტერაქტიულ ლექციაზე „Ultradent-ის ლიდერი პროდუქციის ხანგრძლივი პოპულარობის მიზეზები და მათი გამოყენების არეალი - ბოლო პროდუქცია’’.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  1. მაღალი სიმძლავრის მქონე დიოდური ფოტოპოლიმერიზატორი - VALO- ფოტოპოლიმერიზატორთა ლიდერი,
  2. U ვინირები- პირდაპირი კომპოზიციური ვინირების მზა სისტემა შენი არჩევანია,
  3. ბრენდ სიახლე, Ultradent-ის კომპანიაში წარმოებული მინერალტრიოქსიდაგრეგატი (MTA)უნიკალურ შეფუთვაში, მოხმარების ორიგინალური ტექნიკა,
  4. კბილთა უსწრაფესი გათეთრების მეთოდი,
  5. Ultradent-ის იმ პროდუქტთა მიმოხილვა, რომლებიც სტომატოლოგებმა გამოცადეს და შეიყვარეს.

 

ლექცია ჩატარდება 2017 წლის 2 მარტს, 10:00 თსსუ ადმინისტრაციული კორპუსის აუდიტორიაში.

ლექციის ხანგრძლივობა 4 საათი, გათვალისწინებულია შესვენება ყავაზე.

 

ყველა საჭირო ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირებს:

ხათუნა ჭონიშვილი (Ultradent-ის წარმომადგენლობა საქართველოში) - 599 110 584

მაია ლომსიანიძე (საქ. სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია) - 599 219 157

 P.S. ლექციაზე დამსწრე ყველა სტომატოლოგი მიიღებს სერტიფიკატს.