სიახლეები

2017 წლის 18 თებერვალს კომპანია დენტალმარკეტის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ შვეიცარული ფირმის FKG Dentaire SA (swiss endo) წარმომადგენლები Dr. Gulnar Maharramova და Dr. Ghada Bassil.

მათ, თბილისში, დიდუბე პლაზაში წარმოადგინეს პრეზენტაცია ახალი ენდოდონტიური სისტემის iRace-ის გამოყენების პროტოკოლის თაობაზე.

პრეზენტაციას და მასტერ კლასს, სტომტოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები: მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კორსანტია და რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელი მაკა კოპალიანი დაესწრნენ. (იხ.სურ.)

 iRace-ის სისტემა საქართველოს ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს, ამიტომ მომავალში დაიგეგმება მისი კლინიკური აპრობაცია სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ, უნიდენტში და ექიმ-რეზიდენტებისათვის მისი პრეზენტაცია.