2017 წლის 2 მარტს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და საქართველოში სტომატოლოგიური მასალათამწარმოებელი კომპანიის Ultradent Product Inc.-ის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა Ultradent-ის სპიკერი და რეგიონალური მენეჯერი ოლგა მენჩნაროვსკა.
ჩვენი კლინიკა, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი, ამ კორპორაციის მასალებს და საშუალებებს კარგად იცნობს და გამოყენების დიდი ტრადიცია აქვს. მეტიც, ამ პროდუქციას მოიხმარს უნიდენტის არამხოლოდ ძირითადი სამედიცინო სეგმენტი, არამედ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები-რეზიდენტები.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის Ultradent-ის ლექციის მოსმენა. ლექცია პრაქტიკულად ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა ჩვენთვის და სპიკერისთვისაც. (იხ. სურ.)
ლექცია პრაქტიკულად მთელ დღეს გაგრძელდა. კლინიკის ხელმძღვანელმა მარინა მამალაძემ ჩაინიშნა შემდეგი შეხვედრის თარიღი - 2018 წლის გაზაფხული.